საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ორ ფოტოს, რომლებიც მას ამერიკაში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა, საშა პრიშვინმა გადაუღო. საშა საქართველოდან ამერიკაში მცირე ხნის წინ გაემგზავრა საცხოვრებლად და იქ მყოფ ცნობილ ქართველებს ხშირად უღებს ფოტოებს.
ამჯერად მან მიხეილ სააკაშვილის მეუღლეს გადაუღო. ფოტოებზე სანდრა შესანიშნავად გამოიყურება. ფოტოები ნიუ-იორკშია გადაღებული.
სანდრას სოციალური ქსელის მომხმარებლები შემდეგ კომენტარებს უწერენ: “სანდრა, ძალიან ლამაზი ხარ“, “სიმპათია, ულამაზესი და უკეთილშობილესი“, “იდეალ ლედი“, “დედოფალი“, “ფერია“, “რა კარგი ხარ, სანდრა“, “მე თქვენ მიყვარხართ“.