5.8 C
Tbilisi
Friday, November 11, 2022

ნატალია ქუთათელაძე ნინო ანანიაშვილს იცავს – “შემდეგ შეაფასეთ, ისინი მოსკოვში გვასახელებენ, მთვარეზე თუ ჯუნგლებში!!!“

ნინო ანანიაშვილი დღეს, 25 თებერვალს, მოსკოვში, პედაგოგის, რაისა სტრუჩკოვასადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს. ქართველმა პრიმამ განაცხადა, რომ ათ წელზე მეტია, დიდი თეატრის სცენაზე არ უცეკვია, პედაგოგის პატივსაცემად იქ გამოსვლა კი მისი ვალდებულებაა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ინფორმაციის გავრცელებას მყისვე მოჰყვა უარყოფითი რეაქციები. მათ შორის, ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანისგან, რომელმაც დაწერა: “როგორც “ერისიონის“ ცეკვა ტეხავს მოსკოვში, ან ხუბუტიას კონცერტზე სიმღრა, ისე ტეხავს ნაციონალური ბალეტის ცეკვა მოსკოვში დღეს, 25 თებერვალს“.

ამ ამბავს ასევე გამოეხმაურა ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი, მომღერალი ნატალია ქუთათელაძე, რომელსაც განსხვავებული მოსაზრება აქვს:

“სამარცხვინოა,როდესაც არაფრის მაქნისი არაპროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც იმის მეათასედი არ გაუკეთებიათ საქართველოსთვის, აკრიტიკებენ ისეთ ხელოვანებს, რომლების შემოქმედებითაც დღეს საქართველო მსოფლიომ გაიცნო და მათ ეთაყვანებიან!!! იქნებ, ჯერ თქვენ გეცადათ ასე ღირსეულად ემსახუროთ თქვენს საქმეს და შემდეგ მსოფლიოში სადაც საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი იციან,ასევე ღირსეულად თქვენი ქვეყანა წარმოაჩინოთ. შემდეგ შეაფასეთ, ისინი მოსკოვში გვასახელებენ,მთვარეზე თუ ჯუნგლებში!!!“.

Latest Posts

ბოლო სიახლეები