სანდრა ბალოკი და ჯენიფერ ენისტონი ორმაგ პაემანზე

0
200

ჰოლივუდელი ვარსკვლავებიც ადამიანები არიან და მათაც სჭირდებათ გართობა, განტვირთვა და დროის მეგობრებთან ერთად გატარება. ისინიც კი, ვისი ცხოვრებაც უკვე ათწლეულებია ყვითელი მედიის ყურადღების ცენტრშია. მოგეხსენებათ, რომ ცნობილი ჰოლივუდელი ვარსკვლავები – სანდრა ბალოკი და ჯენიფერ ენისტონი ახლო მეგობრები არიან. რამდენიმე დღის წინ კი მეგობრებმა ორმაგ პაემანზე გადაწყვიტეს წასვლა. წყარომ ერთ–ერთ გამოცემას რესტორანში გადაღებული ფოტო მიაწოდა, რომელზეც ქალბატონებთან ერთად ჯენის რჩეული – ჯასტინ ტერო და ტაბლოიდის ცნობით, სანდრა ბალოკის ახალი ბოიფრენდი – ბრაიან რენდალი არიან გამოსახული.

”თავიდან ჯენიფერი დავინახე. შემდეგ მაგიდას დავაკვირდი და მივხვდი, რომ ყველა მათგანი ვიცოდი. წყვილები საკმაოდ მყუდროდ ისხდნენ და საუბრობდნენ. ჯენი და ჯასტინი საკმაოდ ახლოს ისხდნენ ერთმანეთთან. არც სანდრა და ბრაიანი ყოფილან მორიდებულები. მამაკაცი მთელი საღამო ეხვეოდა ქალს და ისიც ბედნიერი ჩანდა. სხვათაშორის ზემოთხსენებულ რესტორანს ჯენი და სანდრა უკვე წლებია სტუმრობენ. საღამოს ბოლოს ბალოკი სამზარეულოშიც კი შევიდა და სტაფს ყველაფრისთვის მადლობა პირადად გადაუხადა. შესანიშნავმა ოთხეულმა რესტორანი ერთად დატოვა. წყარო იმასაც აღნიშნავს, რომ ბრაიანი ვარსკვლავების გვერდით თავს ფანტასტიურად გრძნობდა.

შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ენისტონი და სანდრა ბალოკი გასულ წელს საერთო მეგობრის – გვინეტ პელტროუს სახლში გამართულ წვეულებაზე შეხვდნენ და მალევე დამეგობრდნენ. ბალოკი ენისტონის და ჯასტინ ტერუს გასაიდუმლოებული ქორწილის ვი აი პი გესთ ლისტშიც კი მოხვდა. ამჯერად ცვლილებები სანდრას პირად ცხოვრებაშია, ასე, რომ საუკეთესო მეგობარი მისი მამაკაცის კაარგად შემოწმებას ცდილობს.