სალომე შარვაძის დედამთილი „ჩცდ“-ს სერიის ნახვის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს – რატომ არ ემსახურებიან სოსო ხვედელიძეს მაღაზიაში

0
1803

„ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სერიები ქეთის ღალატის თემას ეძღვნება, მან ურთიერთობა დაოჯახებულ ექიმთან, აჩიკოსთან გააბა და მაყურებლის გულისწყრომა დაიმსახურა…  ამ პერსონაჟის გარშემო „ჩცდ“-ს „ფეისბუქ“-გვერდზე ათასობით კომენტარი იწერება, სადაც, ძირითადად, ქეთის პანაშვიდს ელოდებიან.

მსახიობებს, ვინც ზაზას, აჩიკოს და ქეთის განასახიერებენ, ხშირად უსვამენ შეკითხვას, როგორ დასრულდება ეს ამბავი.

სალომე შარვაძე „კურიერ პ.ს.“-სთან საუბრისას აღნიშნავს:

„ვიღაცები მწერენ, თითია რავინ დაგაკროს, თორე მაგას ვანახებთო. მოწმერეს, თუ თავშესაფარი გინდა, მზად ვართ, მიგიღოთო. ასეთი ბევრი მესიჯი მომდის. ჩემმა ნამდვილმა დედამთილმა ისე განიცადა ჩემი და ნიაკოს სცენა მანქანაში, რომ საღამოს საავადმყოფოში წაიყვანეს…“

სოსო ხვედელიძე, რომელიც აჩიკო ექიმს განსახიერებს, ამბობს, რომ მას როლის გამო კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს და საზოგადოების ნაწილი მის მიმართ შეიცვალა. მის მომსახურებას მაღაზიაშიც მოერიდნენ.

სოსო ხვედელიძე:

„მივედი მაღაზიაში, რამდენჯერმე ვიკითხე რაღაც, მესამედ ცოტა ხმამაღლა, ბოლოს, როგორც იქნა, ამიწონეს ვაშლი და წამოვედი. საყვედურებსაც მეუბნებიან. კომენტარებს ვნახულობდი, მაყურებლები, ძირითადად, პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადადიან, ფიზიკურ ნაკლზე მიდის საუბარი. შემდეგ მივხვდი, რომ ეს არ მეხმარება და ხელს მიშლის. აღარ შევდივარ იმ გვერდზე და ვაკეთებ ჩემს საქმეს“.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here