თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი საბალეტო სეზონს პიოტრ ჩაიკოვსკის „გედების ტბით“ გახსნის.
სპექტაკლი წარმოდგენილი იქნება 22, 23 და 24 სექტემბერს. კლასიკური ბალეტის ახალი, ალექსეი ფადეეჩევის, რედაქციის პრემიერა განახლებული თეატრის სცენაზე 2016 წლია 11 მარტს შედგა.
22 სექტემბერს მთავარ პარტიებს დასის წამყვანი სოლისტები ლალი კანდელაკი და ფრენკ ვან ტონგერენი შეასრულებენ.
23 სექტემბერს მაყურებლის წინაშე ნინო ანანიაშვილი წარდგება. იგი შეასრულებს ოდეტას პარტიას და მას პარტნიორობას მოწვეული სოლისტი დენის კლიმუკი გაუწევს, ოდილიას პარტის კი ნუცა ჩეკურაშვილი იცეკვებს.
24 სექტემბერს სცენაზე ფრენკ ვან ტონგერენს პარტნიორობას თეატრის წამყვანი სოლისტი ნინო სამადაშვილი გაუწევს.
22 და 23 სექტემბერს სპექტაკლს მოსკოვიდან მოწვეული მაესტრო ალევტინა იოფე უდირიჟორებს,24 სექტემბერს კი ,„გედების ტბის“ დამდგმელი დირიჟორი დავით მუქერია.