როგორ რეპავს გიგი დედალამაზიშვილის უკრაინელი ცოლი ქართულად (ვიდეო)

0
2523

„მგზავრების“ სოლისტი, გიგი დედალამაზიშვილი, რამდენიმე წელია, დაქორწინებულია. მისი მეუღლე, უკრაინელია, მარინა კარპი. წყვილს ერთი გოგონა ჰყავს.

მარინა ფოტოგრაფია და წელიწადის ნაწილს საქართველოში ატარებს, ნაწილს – უკრაინაში. გიგიმ მაქსიმალურად შეუწყო ხელი მეუღლეს, რომ მას მუშაობა შესძლებოდა.

მარინა ახლა უკრაინაშია. მან თბილისის სიყვარული და მონატრება ვიდეოთი გამოხატა, სადაც ასახულია, როგორ რეპავს ის თავის მეგობართან ერთად, რომელიც ასევე უკრაინელი გახლავთ, მაიკო კაჭკაჭიშვილისა და ძვალის „ჩემო თბილის-ქალაქოს“ და ცდილობს, ყველა სიტყვა ზუსტად გაიმეოროს.

შეგახსენებთ, რომ რევაზ ლაღიძის სიმღერა რამდენიმე წლის წინ მაიკომ და რეპერმა აჩიკო ვანიშვილმა (ძვალი) გაარემიქსეს და მას ახალი სიცოცხლე შესძინეს. სიმღერა დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here