რუსული მედია: სერგეი ლაზარევმა ნუცა ბუზალაძესთან რომანი გააჩაღა

0
1641

მას შემდეგ, რაც ნუცა ბუზალაძემ რუსულ მუსიკალურ კონკურსზე – ,,მოდი, ყველამ ერთად” მეორე ადგილი დაიკავა, მან ,,სონის” რუსულ წარმომადგენლობასთან კონტრაქტი გააფორმა და პირველი რუსულენოვანი სინგლიც გამოუშვა.

რუსული მედია კი მისი და ცნობილი რუსი შემსრულებლის, სერგეი ლაზარევის რომანზე ალაპარაკდა.

როგორც ერთ-ერთი საიტი წერს, სერგეი ლაზარევი არ იშურებს საჯარო ქებას ქართველი კონკურსანტის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ის ზოგადად, კოლეგების შექებით არ გამოირჩევა ხოლმე. ,,შოუში სხვა გოგონამ გაიმარჯვა, მაგრამ მაყურებლებისა და ჟიურის წევრების ყურადღება ცალსახად მეორე ადგილზე გასულმა ნუცა ბუზალაძემ მიიპყრო. სერგეი ლაზარევი არ ელოდა, რომ ეს ყველაფერი პირადულში გადაიზრდებოდა. სოცქსელში მისი კომენტარებიდან გამომდინარე, ის გოგონას დამრიგებელი და საყვარელია”, აღნიშნავს რუსული მედია, რომელიც, როგორც ყოველთვის, ახლაც, რა თქმა უნდა, ძალიან აჭარბებს შეფასებებში. თუმცა ფაქტი ისაა, რომ ლაზარევი ნუცა ბუზალაძის კარიერის აწყობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here