როგორ ეხმაურებან ცნობილი ქართველები მიშა მესხის ვიდეოს?!

0
145

რამდენიმე დღეა ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც მსახიობი მიშა მესხი კიევში, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ვიდეოს სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, რომელთა ნაწილიც მსახიობს იცავს, მეორე ნაწილი კი კრიტიკას არ იშურებს მესხის მიმართ. თემას გამოეხმაურნენ ცნობილი ქართველებიც.

ზაზა ურუშაძე

“რა გჭირთ ხალხო, რა დაეტაკეთ ამ ბიჭს, მეტი საქმე არ გაქვთ???!!! რას აქვეყნებთ გამწარებული ამ ვიდეოს – როგორ ძინავს მიშა მესხს ტაქსიში, იმის მაგივრად იგნორი გაუკეთოთ ამ ყოვლად ამაზრზენ, ადამიანის უფლებების შემლახველ ვიდეოს! რა გაბოროტებულები ხართ! ოსკარებზეც თუ დაიძინა, მე უნდა შევწუხებულიყავი ყველაზე მეტად, ჩემ მხარზე ეძინა და მე ვუვლიდი, თქვენ რამ შეგაწუხათ ასე????!!!! სხვისი ცხოვრებით ნუ ცხოვრობთ, დაიღუპებით!”

მირიან ჯეჯელავა

“მიშას რომ შევეშვათ და ყველამ ჩვენს საქმეს მივხედოთ არ გამოვა ეგ ამბავი?”

ნანუკა ჟორჟოლიანი

“ადამიანი, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს არის ავადმყოფი და არა კრიმინალი. ავადმყოფებს კი, როგორც ვიცი არ ლანძღავენ. მკურნალობენ მათ. ვერ ვიგებ რა უფრო ცუდია. ის რაც დაემართათ, თუ ეს ისტერიული რეაქცია.”

ნიკა გვარამია

“მიშა მესხის ვიდეოს გადაღების და გავრცელების ფაქტი არის სამარცხვინო. ამ ვიდეოში მოღადავე ექიმები და პოლიციელები – ათჯერ უფრო სამარცხვინო.
მიშა მესხი შეიძლება არცხვენს თავის ერს (მე არ ვგრძნობ თავს შერცხვენილად, მაგრამ დავუშვათ), მარა ამ ვიდეოს გადამღები, ამ ფორმით (სახეების დაბლარვის გარეშე) გამსაჯაროებელი და განსაკუთრებით დაკავებულზე/ავადმყოფზე მოღადავე პოლიცია და სამედიცინო პერსონალი (ზუსტად ეგენი არიან ერის სახე და არა ნარკომანი) პირდაპირ მეტყველებენ საკუთარი საზოგადოების ჩამორჩენილობაზე.”

თამაზ ბიჩინაშვილი (არქიმანდრიტი ანთიმოზი)

“მიშა მესხი
ადამიანი კინაღამ გარდაიცვალა. როგორ ლანძღავთ და აგინებთ?! იმის მაგივრად რომ გვერდზე დაუდგეთ, გაამხნევოთ. არა, თქვენ ადამიანები არა ხართ, იქედნას ნაშობნი ხართ!
არქიმანდრიტი ანთიმოზი(ივერიელი)”

ლალი მოროშკინა

“შეეშვით მიშა მესხის სახელის ყველა ბრუნვაში ტრიალს!
რაც მოხდა ცალსახად ცუდია პირველ რიგში მიშასთვის და მისი ოჯახისთვის!
ვიღაცეები ნუ გამოქანდებით და ნუ მორალისტობთ!
მიშა ნიჭიერი მსახიობი და კარგი მეგობარია!
თუ მართლა სამოქალაქო საზოგადოება ვართ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ გვერდში დავუდგეთ!
უკრაინელი ე.წ.სამართალდამცავი კი ჩვეულებრივი ნაგავია!”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here