13 ივნისის სტიქიის გმირს, ირაკლი იმნაძეს მეგობრები იხსენებენ – რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი?!

0
89

ირაკლი იმნაძის სახელი საზოგადოებამ ჯერ კიდევ გასული წლის 13 ივნისის სტიქიის დროს გაიგო, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცმა არაერთი ცხოველი გადაარჩინა. მიმდინარე წლის 20 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით თვითმკვლელობის მიზეზი ფინანსური პრობლემები გახდა.

მოგვიანებით “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და ირაკლის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

“თბილისში ივნისის ტრაგიკული დღეები. ირაკლი და მისი მეგობარი ოთარ დავითიშვილი პირველად მოვიდნენ GSPSA-ს თავშესაფარში თავიანთ მეგობრებთან ერთად. რამოდენიმე მძიმე დღე ამ კეთილი და ვაჟკაცი ადამიანების ძალისხმევით გადარჩნენ თავშესაფარში მოყვანილი ცხოველები. დღე-ღამის მანძილზე ირაკლი და მისი მეგობრები თავდაუზოგავად იბრძოდნენ წყალდიდობაში მოხვედრილი ცხოველების გადასარჩენად….
18 იანვარს ირაკლი იმნაძე გარდაიცვალა.

“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” უსამძიმრებს ირაკლის ოჯახს.

“მე თქვენ ყველა მიყვარხართ!” – ამ სიტყვებით გამოგვემშვიდობა ირაკლი ივნისში.“- წერს თეიმურაზ წიქორიძე სოციალურ ქსელში.

ირაკლის გარდაცვალებას ეხმაურება მისი კლასელი და ბავშვობის მეგობარი გიორგი გასვიანი და თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს.

გიორგი გასვიანი:

ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარი. ვერ ავხსნი ტრაგედიის მასშტაბს, რომელიც ალბათ ძალიან შორეული სიღრმეებიდან იღებს სათავეს. ალბათ სოციუმია დამნაშავე. ალბათ… ვიზრდებით, ვიცვლებით,მაგრამ ბავშვობიდან რა მოგვყვება სოციუმისგან ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ირაკლის სული… ახლა ყველაფერი მახსენდება, 90-იანები, სკოლა, დამოკიდებულებები, პიროვნების ჩამოყალებებისთვის რა პირობები იყო იმ წლებში? რატომ უნდა მისულიყო ის ასეთ დასასრულამდე? და ასეთი სამწუხარო უამრავი ამბავი ხდება ირგვლივ.

შეგახსენებთ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here