რით ჰგვანან „ჩიკას დაქალებს“ ზუზუ, თამუნა ქორქია და ქეთი წიქვაძე

0
4445

ნინო ნოდიას, იმავე ზუზუს, თამუნა ქორქიას და ქეთი წიქვაძეს, ანუ „ჩემი ცოლის დაქალებში“ „ჩიკებს“, როგორც მათ ეძახიან, კაფე „ორანჟერეაში“ შევხვდით, სადაც ფოტოსესიაც გადავიღეთ და სერიალის კულუარებზეც ვისაუბრეთ. ჩიკას როლის შემსრულებელი, ანი ჩირაძე პრესას თავს არიდებს, ასე რომ გოგონები მის გარეშე ჩავწერეთ. ზუზუ და თამუნა დიდი ხნის მეგობრები არიან, ასევე ქეთი და თამუნა, თუმცა სამივე ერთად გადაღებების გარდა, პირველად სწორედ fortuna.ge-სთვის შეიკრიბა.

როგორ მოხვდა თითოეული თქვენგანი სერიალში?

ქეთი:

ცოტა ვღელავდი, როცა როლი შემომთავაზეს, რადგან არ მქონია სამსახიობო გამოცდილება და არ ვიცოდი, რა გამოვიდოდა, მაგრამ როლებიც არ აღმოჩნდა რთული და მგონი, კარგად გამოგვივიდა (იღიმის).

თამუნა:

კასტინგზე ჩემმა მეგობრებმა ძალით წამიყვანეს, ვერ წარმომედგინა სერიალში თამაში. ზუზუს და კიდევ ერთი ჩვენი მეგობრის, ნუცის დამსახურებაა, რომ სერიალში აღმოვჩნდი. რომ შევედი კასტინგზე და ეკა გამესაუბრა, ისე გავიხსენი, რომ ჩემი თავის გამიკვირდა, არანაირი გამოცდილება არ მქონია. თავიდან გადაღებაზე დავიძაბე, პირველი სერია რომ ვნახე, ძალიან მეუცხოვა საკუთარი თავი, ვუყურებდი ვიღაც გოგოს, რომელიც არაფრით მგავს, უბრალოდ, გარეგნობა აქვს ჩემნაირი. ყოველთვის არ ვახვევდი, მხოლოდ ერთხელ ვუყურებდი, მერე ნელ-ნელა შევეჩვიე…

ზუზუ:

ჩემი და მერე თამუნას მოხვედრა სერიალში ძალიან საინტერესო ამბავია. დავრეკე ჩემი შვილის კლასელის დედასთან, სხვა საქმეზე, აღმოჩნდა, რომ ნუცი იყო საქართველოში კასტინგების დედოფალთან, ეკა მჟავანაძესთან. ეკამ გაიგო, რომ ნუცი მე მელაპარაკებოდა. ცოტა ხანში ნუცის შევხვდი და მითხრა, ეკამ თქვა, ალბათ, ზუზუ სერიალში მონაწილეობაზე არ დაგვთანხმდებაო. მიუხედავად იმისა, რომ  მთელი ცხოვრება მინდოდა ფილმში გადაღება, სერიალში რთული გრაფიკია და ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, იქვე გამოვრიცხე ეგ ამბავი. შევთავაზე თამუნა ქორქია, მან კი თქვა, რომ ჩემ გარეშე არ მიიღებდა მონაწილეობას, ასე რომ, თამუნას ხელშესაწყობად წავედი კასტინგზე. იქ ძალიან ვიხალისეთ, მომცეს დიდი ტექსტი, რომელიც წავიკითხე და მივხვდი, რომ ეს პერსონაჟი ძალიან მგავდა. სერიალში საკუთარ თავს ვთამაშობ. ერთ-ერთი დიდი კომპლიმენტი, რომელიც ხშირად მიმიღია როლთან დაკავშირებით ისაა, რომ ბუნებრივი ვარ და ამას ვეთანხმები, რადგან ზუსტად იმავე ლექსიკით, სიტყვებით, ჟესტიკულაციითა და მორალით ვაგრძელებ სერიალში ამათთვის „შეჩიჩხინებას“, როგორც რეალურ ცხოვრებაში (იღიმის). ვრცლად (ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here