ქეთა თოფურიამ საქართველო მოიარა (ფოტოები)

0
2106

ქეთა თოფურია ბოლო პერიოდია, საქართველოშია, შვილთან ერთად ისვენებს და უამრავი ადგილი მოიარა, საიდანაც „ინსტაგრამზე“ ფოტოებს ანთავსებს. ერთ-ერთი მისი მოგზაურობა მეგობარ და მუსიკოს გიგა კუხიანიძესთან ერთად შედგა, ისინი გერგეტის სამებაში იყვნენ, სადაც მამა ილარიონი მოინახულეს, ქეთამ მოგვიანებით მამაოსთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა.

მანამდე მცირე ხნით ადრე ქეთამ თავის პატარა ქალიშვილს წყნეთში გადაუხადა დაბადების დღე. ამისთვის სპეციალურად ნინი დედალამაზიშვილის ივენთკომპანია დაიქირავა, რომელმაც წვეულების ორგანიზება საკუთარ თავზე აიღო.

ქეთამ ქართველი დიზაინერის რეკლამირებისთვისაც მოიცალა და თორნიკე მანჯავიძის მიერ შექმნილ ზურმუხტისფერ მბზინავ სავურაო კოსტიუმშიც გადაიღო ფოტო, რომელიც ასევე საკუთარ სოცქსელში განათავსა, სადაც ქართველი დიზაინერის შექმნილმა საცურაო კოსტიუმმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მომღერალმა ასევე სასმელის ცნობილ კომპანიასთანაც ითანამშრომლა ფოტოსესიის ფარგლებში. ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here