მრავალი დაშორებისა და ხელახლა შერიგების შემდეგ Emma Stone-ისა და Andrew Garfield-ის გზები კვლავ გადაიკვეთა და ჰოლივუდელი მსახიობები ისევ წყვილის კონტექსტში მოიხსენიებიან, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ხანია საზოგადოებაში ერთად აღარ გამოჩენილან.
თუმცა აგვისტოს მიწურულს პაპარაცებმა მაინც მოახერხეს მათი ერთად გამოჭერა, როდესაც ვარსკვლავები ლოს ანჯელესში სეირნობდნენ. როგორც ყოველთვის, Emma თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ყოველდღიურ სამოსში იყო გამოწყობილი.
რაც შეეხება Andrew-ს – “The Amazing Spider-Man”-ის ვარსკვლავის იმიჯმა მიიქცია განსაკუთრებული ყურადღება – მსახიობი ულვაშს ატარებს – სწორედ ასეთი იმიჯით წარსდგება ახლო მომავალში ის ერთ-ერთ ახალ ფილმში, რომლის გადაღებებიც უკვე დაწყებულია.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე წლის 25 სექტემბერს Andrew Garfield-ის მონაწილეობით “99 Homes“ გამოვა მსოფლიოს კინოეკრანებზე…