ვისზე იქორწინა Ne-Yo-მ და ვინ ელოდება მისგან შვილს?!

0
24

მაშინ როდესაც Ne-Yo-ს სახელი გამოცემების გვერდებზე დიდი ხანია აღარ გამოჩენილა შემსრულებელმა თავად გადაწყვიტა თავი შეეხსენებინა საზოგადოებისთვის და თვითერის საშუალებით ახალი და საკმაოდ საინტერესო ამბები გაგვიზიარა.

როგორც ირკვევა მიმდინარე წლის 29 აგვისტოს შემსრულებელი და მისი რჩეული Crystal Renay, რომელსაც Ne-Yo 2014 წლის ივლისის შემდეგ ხვდებოდა, დაინიშნენ. გარდა ამისა წყვილი უკვე პატარას მოლოდინშია, რომელიც სავარაუდოდ მომდევნო წელს დაიბადება.

ასევე მომდევნო წელს გეგმავს წყვილი ქორწილსაც. თუმცა ჯერჯერობით დეტალებზე არც მუსიკოსი და არც მისი მეუღლე არ საუბრობენ.