რატომ მოხვდა ნინა სუბლატის გუნდის ორივე წევრი აუთსაიდერებში?!

0
96

გუშინ “იქს ფაქტორის” პირველი ლაივ კონცერტი გაიმართა. კონკურსანტებმა მართალაც, რომ სანახაობრივი შოუ შემოგვთავაზეს. დასასრულს, ყველასათვის მოულოდნელი შემთხვევა მოხდა, რადგან აუთსაიდერად ნინა სუბლატის კატეგორიის კონკურსანტები ნინა ყიფშიძე და Teen Girls დასახელდნენ, პროექტის დატოვება კი, ჯგუფს Teen Girls მოუწია.

მოგვიანებით ნინა სუბლატმა სოციალურ ქსელში მომხდართან დაკავშირებით, განცხადება გამოაქვეყნა.

“იმის მიუხედავად, რომ დღეს ძალიან ცუდად, კიარადა ბანძად განვითარდა X Factor-ში მოვლენები, მაინც მინდა თითოეულ ადამიანს, ვინც ჩემ გოგოებს მხარი დაუჭირა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის! იმის მიუხედავად რომ პროექტი დატოვა Teen Girlsმა, მაინც მიხარია, რომ მათ დღევანდელ ლაივს ასე ღირსეულად გაართვეს თავი! და მათი დღევანდელი პროექტის დატოვება ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, როგორც მუსიკოსისთვის, მენტორისთვის და ა.შ, ღირსეული იყო; არასწორი (იმიტომ რომ ბევრი შესრულება იყო არა ღირსეული…..) მაგრამ მაინც… ზოგისთვისთვის ეს პროექტი ყველაფერია და ამის შემდეგ მათ კარიერაში არაფერი მოხდება, ზოგისთვის კი (თინ გერლსისთვის კონკრეტულად) მხოლოდ დასაწყისი იმ დიდი რაღაცის, რაც მომავალში ელით! ნინა ყიფშიძეს კი ვულოცავ დარჩენას! ყველა საუკეთესო პირველ დღეს აუთსაიდერია! და აუტსაიდერობა ხანდახან კარგიც არის! მადლობა ყველას”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here