ანუკი არეშიძე განმარტავს, რატომ დააწერა მაისურზე ქართული ანდაზა ბადრიჯანზე

0
202

დიზაინერ ანუკი არეშიძის გვერდზე გამოჩნდა მაისური, რომელზეც შემდეგი სიტყვებია წაწერილი – “ბადრიჯანს რომ ფრთები ჰქონდეს, მერცხალი იქნებოდა“. მაისურზე ეს წარწერა, როგორც ჩანს, ბევრმა ვერ გაიგო და მაისურის ფოტოს ასეთი კომენტარები მოჰყვა: “რა არის ეს, რა დებილობაა“, “კიტრს რომ ელასტიკურობა ჰქონდეს, ჭია იქნებოდა…“.

ანუკიმ სოციალურ ქსელში მცირე განმარტება დაწერა და ქართულ ანდაზებს შორის ეს ფრაზა მონიშნა იმის დასადასტურებლად, რომ ეს ხალხური გამონათქვამია და ამიტომაც გადაწყვიტა მისი დატანა მაისურზე, უბრალოდ, ცხოვრების გასამხიარულებლად.

“არსებობს ქართული ძალიან მაზალო და საყვარელი ანდაზები, რომლებიც ალბათ ბევრმა არ იცის. ერთ-ერთი იყო ბადრიჯანზე, რომელიც ძალიან მომეწონა და გავაკეთეთ მაისურზე მისი წარწერა, ეს ხალხური ანდაზებია და არა ჩემი მოგონილი. ცოტა მხიარულად და მარტივად შევხედოთ რაღაცებს“ – წერს ანუკი სოციალურ ქსელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here