ეკა ხოფერიას ქალიშვილმა, ანანო ლევიძემ რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ქართველობის გამო, დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. ანანოს პოსტი მოდელირებული ქრონიკის წამყვანმა, ნათია კობერიძემ გააზიარა, წარწერით შვილებს მაინც ნუ ჩართავთ ანტიდასავლურ პროპაგანდაში და სიცრუის გავრცელებაში, რასაც ეკა ხოფერია გამოეხმაურა.
“გახსოვთ მოდელირებული ქრონიკის წამყვანი? გახსოვთ. მე რომ მაგრად ვუყვარვარ ხო გახსოვთ? ალბათ, კი. კიდევ ერთი უნდა დაიმახსოვროთ, ეს ქალი ჩემი შვილის პოსტს გვერდზე დებს და სერიოზულად მსჯელობს, რომ შვილებს ანტიდასავლურ პროპაგანდაში ვრთავ))) ისე არ იცის ალბათ, ნიკოლა და იკა ზოგჯერ (ხშირად არა) რუსულადაც რომ ლაპარაკობენ ხოლმე) ეგეც გადაეცით, დაასტატუსოს ამ აბსოლუტურმა მოდელირებამ. (სხვა სიტყვის დაწერა მინდოდა, მაგრამ ხო ხვდებით რისიც) Anano Levidze აი, ასეთი კრეტინების გამო ზოგჯერ გირჩევ ხოლმე, რომ შენს გვერდზე მხოლოდ პეპლების ფოტოები დადო)))“ – დაწერა ეკა ხოფერიამ.
მოგვიანებით პოსტს ინგა გრიგოლიაც გამოეხმაურა: ეკა, არაჩვეულებრივი, ულამაზესი, უნიჭიერესი და თავის ასაკში უკვე ასეთი მაგარი შვილი რომ გყავს შენ და ვგიჟდები მაგ გოგოზე, ისე მომწონს))))))💚💙💜 შვილებზე რომ გადადიან ხოლმე მშობლების ბოღმით, აი მაგ დროს ვკარგავ კორექტულობას!! მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ჩვენი შვილები ხშირად ჩვენზე დაბოღმილი ადამიანებისგან, სრულიად დაუმსახურებლად, არცთუ სასიამოვნო სიტუაციაში ვარდებიან, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი შვილები არიან. მოკლედ, მაგარი შვილის მაგარი დედა ხარ შენ და მე კი ძალიან გავბრაზდი, რაც წეღან წავიკითხე(((( ანანო, სულ ზევით ზევით.. მაღლა და მაღლა“ – წერს ინგა გრიგოლია.
მოგვიანებით, ნათია კობერიძემ სოციალურ ქსელში პოსტი წაშალა.