სალომე კორკოტაშვილი ამერიკული სტუდიის კონკურსის გამარჯვებულია, მაგრამ უფინანსობის გამო აშშ-ში გამგზავრებას ვერ ახერხებს

0
2677

სალომე კორკოტაშვილი, მოგეხსენებათ, ამერიკული ხმის ჩამწერი სტუდიის „SongBuilder Studio“-ს მიერ გამოცხადებული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა. კონკურსში 15 000-მდე მუსიკოსი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან, ხმის ჩამწერმა სტუდიამ კი სწორედ სალომე შეარჩია, რომლის სასცენო ფსევდონიმია სალიო, სიმღერით „Wayside“.

სალომემ, როგორც გამარჯვებულმა, სტუდიის სრული მომსახურების პაკეტი მიიღო, მას სიმღერას პროფესიონალურ სტუდიაში ჩაუწერენ, არანჟირებაზე კი „გრემის“ მფლობელი მუსიკოსი – როს პეტერსონი იმუშავებს. როცა კომპოზიცია მზად იქნება, მას ამერიკის მასშტაბით 100-მდე რადიო დაატრიალებს.

იმისთვის, რომ სალომესთვის ეს ყველაფერი რეალობად იქცეს, მომღერალი ამა წლის თებერვალში აუცილებლად უნდა გაემგზავროს აშშ-ში, კერძოდ მერილენდში. მომღერალს გასამგზავრებლად სჭირდება ბილეთის თანხა და სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ცხოვრების ხარჯების ანაზღაურება.

სოცქსელში ვრცელდება მიმართვა, სადაც ყველას მოუწოდებენ, დაინტერესდნენ ქართველი მომღერლის წარმატებით და დაეხმარონ მას ფინანსურად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here