რატომ დაინგრა მიმი შელიას და გიორგი ჭანტურიას ოჯახი?

0
4743

მიმი შელია ეკა ხოფერიას შოუს სტუმარი იყო. ინსტაგრამის ქართველმა ვარსკვლავმა გადაცემაში საკუთარ ბავშვობაზე ისაუბრა. “დავიბადე დონის როსტოვში, მაგრამ ჩემი დაბადების შემდეგ, ზუსტად 3 დღეში, დედა დაინვალიდდა და ამის გამო ბებიასთან გამიშვეს საცხოვრებლად. ნახევარ წლის შემდეგ შეძლო დედამ ფეხზე გავლა. მთელი ბავშვობა სამეგრელოში მაქვს გატარებული, სოფელ მუხურში. ძალიან მიყვარდა იქ ჩასვლა და არასდროს მინდოდა იქიდან წასვლა”-განაცხადა მიმი შელიამ.

მომხიბვლელმა გოგონამ საკუთარ გარეგნობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას არცერთი პლასტიკური ოპერაცია არ აქვს გაკეთებული. მისი თქმით, ინსტაგრამი შემოსავლის წყაროა და ქველმოქმედებასაც ეწევა.

როგორც იცით, მიმი შელია ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიას ცოლი იყო, გადაცემაში სტუმრობისას მან გიორგიზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი ოჯახის დანგრევის მიზეზი უნდობლობა იყო.

“გიორგი ინსტაგრამზე გავიცანი. ჩვენ საერთო მეგობარი გვყავდა და მომწერა. აუცილებელია მასზე ვისაუბრო? ბევრი ცუდი გამიკეთა. არ მინდა ამ ადამიანზე ლაპარაკი”-განაცხადა მიმი შელიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here