რატომ ჩამოვიდა რუსი სექს სიმბოლო ანფისა ჩეხოვა საქართველოში?!

0
157

სოციალურ ქსელში ყოველთვის აქტიურად განიხილავენ მოსკოვში მცხოვრები ქართველი მსახიობის – გურამ ბაბლიშვილის და სკანდალური რუსი ტელეწამყვანის – ანფისა ჩეხოვას ოჯახს. წყვილი ამ ეტაპზე თბილისში საქმეებზე იმყოფება. ამბობენ, რომ ანფისა ახალ პროექტს ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის დაკვეთით ამზადებს. გადაცემა ტელეკომპანია “იუს” ეთერში გავა.

ანფისამ და მისმა მეუღლემ გადაღებებზე თბილისსა და ბათუმში იმოგზაურეს. ქალი ქუჩებში სათვალით ცდილობდა სახის დამალვას, მაგრამ გამვლელები სკანდალურ ტელესახეს მაინც ცნობდნენ. ანფისამ რამდენიმე ფოტო სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზეც განათავსა.

მოგეხსენებათ, რომ ანფისა ჩეხოვა ქართველი მსახობის – გურამ ბაბლიშვილის ცოლია. წყვილს ერთი ვაჟ ჰყავს. მისი ხმაურიანი პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე, ანფისას მიმართ ინტერესს რუსული ყვითელი მედია არასდროს კარგავს, მას შემდეგ, რაც ცოლად ქართველს გაჰყვა, ტელეწამყვანის შესახებ ჩვენს ყვითელ გვერდებზეც აქტიურად იწერება. მაგალითად 2014 წელს, რომელსაც ქალი თბილისს ასევე ქმართან ერთად სტუმრობდა, ანფისამ ინსტაგრამზე აბანოში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ტექსტი თავად აბანოს დანიშნულებაზე დაურთო. ეს ამბავი ქართულ მედიას არ გამორჩენია და ანფისას აბანოში სტუმრობას არა ერთი სტატია მიუძღვნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here