ლევან ხურცია და მარიამ კუბლაშვილი ბიჭის მშობლები გახდნენ

0
242

ლევან ხურცია და მარიამ კუბლაშვილი რამდენიმე საათის წინ ბიჭის მშობლები გახდნენ. წყვილისთვის ეს პირველი საერთო შვილია. მარიამმა ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა. მშობლებმა, ახალშობილს ალექსანდრე დაარქვეს.

მარიამმა საკეისრო კვეთით გააჩინა და როგორც ამის შემდეგ ხდება ბავშვი პირველად მამას ჩაახუტეს. მსახიობმა პირველი სელფიც არ დააყოვნა და სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა, რასაც სამადლობელი ტექსტიც დაურთო: ”პირველ რიგში დიდი მადლობა უფალს ამ საჩუქრისთვის. დიდი მადლობა ჩემ მეორე ნახევარს ამ ბედნიერებისთვის და სიყვარულისთვის. დიდი მადლობა თქვენ ყველას ჩემო მეგობრებო, ძმებო და ძვირფასო ადამიანებო… კეთილი იყოს ალექსანდრე ხურციას მობრძანება.”

ალექსანდრე, ლევანის პირველი შვილია, ხოლო მარიამს პირველი ქორწინებიდან ბიჭი ჰყავს, რომელიც უკვე 11 წლისაა. წყვილი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here