ეკა ჩხეიძე იმ დიდი ოჯახის წევრია, რომელთა სახელებიც ქართულ თეატრთან და კინოსთან ასოცირდება. ეკა მედეა ჩახავას შვილიშვილი და თემურ ჩხეიძის ქალიშვილია. ალბათ გასაკვირი არ არის და აღარ იკითხავთ მსახიობობა რატომ გადაწყვიტა. თუმცა პროფესიული თვალსაზრისით, მისთვის დახმარება ოჯახის წევრებს არასდროს გაუწევიათ, ყველაფერს საკუთარი დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწია. არ უარყოფს, რომ მოსწონს პოპულარობა და ფიქრობს ეს დიდი პასუხისმგებლობაა.