მომღერალ რატი დურგლიშვილის ცხოვრებაში ამ ეტაპზე მთავარი არა სიმღერა, არამედ ცეკვაა, რადგან „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს, თუმცა ოთხი ახალი სიმღერა აქვს და როცა პროექტი დასრულდება, აპირებს, მსმენელს სიახლეები შესთავაზოს.
რატი:
ძალიან დიდი პაუზა გამომივიდა, რადგან აშშ-ში ვიყავი ხუთი თვე. ფაქტობრივად, წელიწადია, არაფერი გამომიშვია, მაგრამ 4 სიმღერა მაქვს, ასე ვთქვათ, „გაყინული“. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა ისეთი შრომატევადი აღმოჩნდა, თუ არის საშუალება, ვისვენებ ხოლმე ან გონზე მოვდივარ. დედას, მამას, ვერავის ვნახულობ. საოცარი პროექტია. როცა მისი დატოვება მომიწევს, ალბათ, მერე განვაახლებ სიმღერების ჩაწერას და მსმენელს შევთავაზებ. იმედი მაქვს, მოგეწონებათ.
ორი-სამი ვიდეორგოლის გადაღებასაც ვგეგმავ.
პირადში არ გაქვს სიახლეები?
„ცეკვავენ ვარსკვლავები“ ხდება იქაც. კიდევ ველი, ჯერ არ მოსულა. ვგრძნობ, რომ მოდის, მაგრამ როდის მოვა სიყვარული, არ ვიცი. მის გარეშე მაინც ვერავინ ვძლებთ (იცინის).