ნინი ბადურაშვილი საცეკვაო სიმღერას წერს

0
1201

ნინი ბადურაშვილი სტუდიას დაუბრუნდა და ფილმში და გადაცემაში გადაღებების პარალელურად, ახალ სიმღერაზეც მუშაობს. მომღერალს სურს, მასზე კლიპიც გადაიღოს.

ნინი ბადურაშვილი:

ახალ სიმღერაზე ვმუშაობ, სწორედ ახლა მოვდივარ სტუდიიდან. თუ ისეთი გამოვიდა, რომ გავგიჟდი და მომეწონა, ალბათ, ვიდეოსაც გადავიღებ. ტექსტი ჯერ არ მაქვს, მზადების პროცესშია, მაგრამ არის საცეკვაო, ჩქარი სიმღერა. მინდა, სიმღერა ახალ წლამდე მოესწროს, კლიპი არა მგონია, რომ ახალ წლამდე გადავიღო.

თურქულ-ქართულ პროექტში მონაწილეობ, როგორ მიმდინარეობს ფილმის გადაღება?

ფილმს  „ხიდი“ მამაჩემი, ერეკლე ბადურაშვილი იღებს. გადაღებების გამო თვის ბოლოს სტამბოლში მივდივართ. იმედია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა.

მე ვასრულებ მთავარ როლს. სიუჟეტს ვერ მოვყვები, რადგან მაყურებლისთვის საინტერესო აღარ იქნება. ეს ფილმი არ არის მხოლოდ სიყვარულზე, ეს არის ერთი ადამიანის, ლაზი ბიჭის საინტერესო ამბავი…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here