ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, “ოსკარების“ წითელი ხალიჩიდან, სადაც ის, როგორც ჩვეულებრივი მაყურებელი, ისე მივიდა და გამოთქვამს სურვილს, რომ ერთ დღეს არა გისოსებს აქეთ, არამედ გისოსებს იქით იდგეს.
“დღეს წითელი ხალიჩიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით ვიდექი გისოსებს მიღმა, არ ვიყავი ისეთი ბედნიერი, როგორიც იქ მდგომი “ფანები“ იყვნენ, რადგან მე “ფანი“ არ ვიყავი, უბრალოდ ვიყავი გოგო, რომელსაც უნდოდა, რომ გისოსებს მიღმა მდგარიყო, მაგრამ არა როგორც უბრალო გოგონა, არამედ წარმატებული შემდგარი ქალი.
მე ვფიქრობ და ვთვლი, თუ არასდროს დანებდები და არ დაივიწყებ იმას, რაც ძალიან გინდა, ყოველთვის მიაღწევ მას.
ყოველთვის მეკითხებიან, როგორ შევძელი ამდენი რამე ჩემს კარიერაში და როგორ გამოვედი სუპერმოდელებთან ერთად ჩვენებებზე, სიმართლე ის არის, რომ არასდროს არ ვნებდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მიფიქრია ამაზე, მაგრამ თავს ძალას ვატანდი და ყველა სამუშაოზე ერათნაირი ძალისხმევით ვმუშაობდი, არ ჰქონდა მნიშვნელობა, იყო ბრენდის თუ არა.
როდესაც ცამეტი წლის ვიყავი, რაღაც საოცარი შეგრძნება მეუფლებოდა, როდესაც ჩვენებებს ვუყურებდი.
თვალებს ვხუჭავდი ხოლმე და ჩემს თავს სუპერმოდელების გვერდით წარმივიდგენდი და ესეც მოხდა.
და აი, ახლა ვდგავარ აქ ზუსტად იმავე გრძნობით.
ვულოცავ ლეონარდოს, მისმა გამარჯვებამ კიდევ დამარწმუნა იმაში რომ თუ არასდროს დანებდები, ეს იქნება გზა ნამდვილი წარმატებისკენ.
დიდი სიყვარულით, ლოს ანჯელესიდან“. – წერს მოდელი სოციალურ ქსელში.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/takonatsvlishviliofficial/videos/925416387506131/” width=”580″ height=”580″ onlyvideo=”1″]