ნატო დუმბაძე საზღვარგარეთაა და ხშირად აქვეყნებს ფოტოებს სხვადასხვა ადგილიდან. ის ამჟამად საერთაშორისო კონკურსზე იმყოფება ქართველ კონკურსანტთან ერთად. „სანრემოს“ ფესტივალი პატარებისთვის სწორედ ახლა იმართება. მასში საქართველოს სახელით ელისაბედ წერეთელი მონაწილეობს.
ახლახან ცნობილმა პროდიუსერმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები განათავსა და თავისი „ფეისბუქ“-მეგობრების კომპლიმენტები დაიმსახურა.
ერთ-ერთ ფოტოზე, სადაც ნატო დუმბაძე თავის ქალიშვილთან, ლიზისთან ერთად არის გადაღებული, ია ფარულავა აღნიშნავს:
„ჩემი სტილიაგა და მოდნიცა გოგო… მართალა ტომარა რომ ჩაგაცვათ, იქნები სუპერ რა…“