ნატა გულიაშვილის ოჯახში სასწაული მოხდა

0
3690

მსახიობ ნატა გულიაშვილის ოჯახში სასწაული მოხდა. ნატას ვნების კვირაში მამა გარდაეცვალა და როგორც ამბობს, დაკრძალვის წინა დღეს, მამის სურათს ცრემლები წამოუვიდა. ამის შესახებ გულიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ძალიან დიდხანს ვფიქრობდი თქვენთვისაც მეთქვა თუ, არა ამის შესახებ. ეს მოხდა მამაჩემის დაკრძალვის დღეს. ეს მამაჩემის ბოლო სურათია, გარდაცვალებამდე რამოდენიმე თვით ადრე გადაღებული. ეს სურათი გვქონდა გადიდებული გასვენებაზე და გასვენების წინა დღეს, სურათს ცრემლი წამოუვიდა. ეს ამ სურათშიც ჩანს. კარგად თუ დააკვირდებით მარცხენა თვალის კუთხიდან მოსდიოდა ცრემლი, რომელიც ეხლაც კი ამჩნევია. აგერ უკვე რამოდენიმე კვირა გავიდა მამაჩემის გარდაცვალებიდან და ამ სურათზე, მაინც ამჩნევია ცრემლის კვალი. ღმერთო რა ვიფიქრო არ ვიცი. ეს რამე ნიშანია თუ, რა არისს? მითხარით თქვენი აზრი ჩემო მეგობრებო?“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here