თიკა ჯამბურიამ სულ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე, ბექა ხოფერია თავის შვილს კარგად არც იცნობს და ყურადღებას არ აქცევს. ბექამ თიკას ჟურნალ „თბილისელების“ მეშვეობით უპასუხა: “როცა მოსკოვში ვიყავი ფიზიკურად ვერ ვნახავდი ბავშვს. მე არავის არაფერს ვაბრალებ, იყო მომენტები როცა ვერ ვუკავშირდებოდი. ინამ და ჩემმა ოჯახმა კარგად იცის, როგორი მამა ვარ სინამდვილეში. ჩემმა შვილმა იცის, რომ ძალიან მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ. არაფრით განვასხვავებ მეორე შვილისგან. ნინა ჩემი ცხოვრების პირველი და უდიდესი სიხარულია. მაქსიმალურად, რა საშუალებაც არსებობს ხელშეწყობა არ აკლია. არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ არაფერს ვიშურებ“ – განაცხადა ბექამ ინტერვიუში.