რამაზ ნოზაძე ხატია სიჭინავას სიყვარულს შთამბეჭდავად უხსნის

0
194

“შესაძლებელია, კაცი იყოს ისეთი ბედნიერი, როგორიც მე ვარ?“

დღე არ გაივლის, რომ ხატია სიჭინავამ მეუღლეს, რამაზ ნოზაძეს სასიყვარულო პოსტი არ მიუძღვნას. როგროც ჩანს, რამაზმაც გადაწყვიტა, სოციალურ ქსელში მეუღლისთვის სიყვარული აეხსნა და ვრცელი პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ხატიას ქებით ავსებს და მასთან ერთად დაბერებაზე ოცნებობს…

“მე ვერ ვხვდები, ერთ რაღაცას, შესაძლებელია, კაცი იყოს ისეთი ბედნიერი, როგორიც მე ვარ! არ ვიცი, ამას რატომ ვწერ. დამიძახეთ გიჟპოეტა, რაც გინდა დამიძახეთ, მკიდია. არასოდეს არ მომბეზრდება შენთან ერთად გიჟობა, არასოდეს დამავიწყდება ის პირველი წამი, როდესაც დავინახე ის სიღრმე, რაშიც გადავეშვი ჩემი მთლიანი არსებით და დღესაც იმ სიღრმისეულ კრატერში ვეშვები. მადლობა ამისთვის, რომ გმირად მაქციე და ჩემს გოგოებს მეფე აჩუქე.

არ მომბეზრდება ორი ჯადოსნური სიტყვის თქმა, მაგრამ ეს მოგვიანებით.

როცა წასვლა მიწევს სადმე და შენ ჩემ გვერდით არ ხარ, ყოველი წამი მახსენდება ერთად გატარებული. და ის ფიქრი მტანჯავს, რატომ არის ცხოვრება ასეთი პატარა და არ არის უსასრულო, რომ არ მთავრდებოდეს ის დილის გაღვიძება და შენი დანახვა, რომ გეუბნები, უფრო მაგრად მიყვარხარ და შეჯიბრი, ვისი სიყვარული უფრო ძლიერია.

სულ არ მაინტერესებს არც მსოფლიო ჩემპიონობა, არც რაიმე ღირებულება, შენი გულისთვის ჯოჯოხეთის ცეცხლი მკიდია!

შენ ხარ ის არარეალური სიყვარული, რომელიც ღმერთისეულია! და დღესაც ვერ ვიჯერებ, რომ მართლა ღმერთმა ეს სიყვარული მე მაჩუქა და ის ჩემი დაკარგული მეორე ნახევარი მაპოვნინა. რომელსაც 7 მილიარდი ადამიანი ეძებს დედამიწაზე.

მადლობა ღმერთს, მამაშენის და დედაშენის სიყვარულის ნაყოფად შენ რომ შთაგბერა და მეც რომ გამხადა ღირსი, ამქვეყნად რომ ჩამოვეგდე. ეს შენ ხარ, სიხ, ვინც მაკარგებს და ვისი გულისთვისაც ვდგავართ ფეხზე მე და შენ ძლიერად.

მადლობა ჩემი სამი პრინცესისთვის და მადლობა იმისთვის, რომ მაძლევ იმ ძალას, რომ ამ უსახურ ქვეყანაზე სიყვარულის გარდა ვერაფერს ვერ ვხედავ!!!

მინდა, სიბერეში, თუ მიაღწია ჩემმა ხორცმა, სარეცელზე ვიწვები მომაკვდავი, ვხედავდე იმ ნაღვლიან სიღრმეს, რომელიც ესეთი ლამაზია!!!

ჩემო ცხოვრება! ამ ქვეყნად სიყვარული თუ არსებობს, მაშინ მე ეს ვიპოვე შენში! და თუ ხვალ თავში აგური დამეცემა და მოვკვდები, ჩემს საფლავზე დაწერე, (ღმერთის გამოცდა ჩაბარებულია) და ის ორი ჯადოსნური სიტყვა, მიყვარხარ, ხატი!!!.“ – წერს რამაზი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.