20.8 C
Tbilisi
Friday, August 19, 2022

მის სამყარო 2015-ზე საქართველოს ჯანეტ ქერდიყოშვილი წარადგენს

მის სამყარო 2015-ზე საქართველოს ჯანეტ ქერდიყოშვილი წარადგენს. ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელის საშუალებით გახდა ცნობილი. ბეისბუქ-გვერდმა “The Perfect Miss“ მოდელის ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სახელით სწორედ მის საქართველო 2011 იასპარეზებს.

“დიდი სიახლე!

ის დაბრუნდა!

სასიხარულო ამბავი მათთვის, ვინც მას გასულ წელს გულშემატკივრობდით და სამწუხაროდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, “მის სამყაროს” ტიტულისთვის ბრძოლა ვერ მოახერხა. ამჯერად თავის სამშობლოს ლას-ვეგასში წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, ის მზად არის და საქართველოს ასახელებს. ჯანეტ ქერდიყოშვილი – მის საქართველო მის სამყარო 2015-ზე”

შეგახსენებთ, რომ ჯანეტ ქერდიყოშვილმა 2011 წელს მის საქართველოს ტიტული მოიპოვა, რის შემდეგაც ის მის სამყაროზე უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა ოჯახური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოდელმა ეს ვერ მოახერხა, თუმცა წელს მას კიდევ ერთხელ ეძლევა შანსი საქართველოს სახელით წარსდგენს კონკურსზე….

გუგა ლეჟავა

Latest Posts

ბოლო სიახლეები