რა სიურპრიზი მოუწყო ნათია ფანჯიკიძეს დაბადების დღეზე ირაკლი ალასანიამ?

0
4432

ირაკლი ალასანიას და ნათია ფანჯიკიძის ოჯახში, არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, ნამდვილად ბედნიერი პერიოდი დგას. მათ ოჯახში სასიამოვნო მოვლენა მოხდა, ცნობილ წყვილს შვილიშვილი შეეძინა. პატარა გოგონა, ბებიას დაბადების დღემდე, რამდენიმე დღით ადრე მოევლინა ქვეყანას. დღეს კი ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე იუბილარია, ის 45 წლის გახდა. ნათია ფანჯიკიძემ, საკუთარი დაბადების დღე ერთ-ერთ რესტორანში, მეგობრებთან ერთად აღნიშნა და საკუთარი ემოციები „ფეისბუქის“ მეგობრებსაც გააცნო.

დავიბადე!!! ორმოცდამეხუთეჯერ და ჩვეული ენთუზიაზმით!!!
მალადეც შენ, ასე რომ გიხარიაო, ღმერთმა და შვილიშვილი მაჩუქა!!! არჩევნებში გავიმარჯვე, – ირაკლი მოვიგე!!! ჩემი ბაღი ყვავის და ჩემი მეგობრები ჩემთან არიან
მეტი რა ვქნა ერთ შემოდგომაზე, ერთმა ჩიტოსანმა ქალმა?“-დაწერა ნათია ფანჯიკიძემ სოციალურ ქსელში.

ირაკლი ალასანიამ მეუღლეს დაბადების დღეზე, რესტორანში მიაკითხა და ულამაზესი ვარდები აჩუქა.  

14650257_1243814828994084_6356241228355336019_n

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here