15.8 C
Tbilisi
Wednesday, March 15, 2023

რა საერთო აქვთ შოთა რუსთაველსა და რიჩარდ ბიდულს?

“ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი და მე მკვეთრად სხვადასხვა დროს დავიბადეთ“ – ასეთი განცხადება გააკეთა ბრიტანელმა მოდელმა რიჩარდ ბიდულმა მას შემდეგ, რაც თავის თავსა და რუსთაველს შორის მსგავსება აღმოაჩინა.

ფოტო, რომელიც ბიდულმა საკუთარ გვერდზე გააზიარა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით განხილვის საგანი გახდა. ერთი ნაწილის აზრით, ბრიტანელ მოდელს ქართული ფესვები აქვს, სხვები კი ფიქრობენ, რომ ის უბრალოდ ვამპირია.

შოთა რუსთაველის პოემა “ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიოს უამრავ ენაზეა ნათარგმნი. ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისურენოვანი ვერსია კი თარჯიმან ლინ კოფინს ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ბიდული მსოფლიოს სხვადასხვა სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობს.

Latest Posts

ბოლო სიახლეები