ჰოლივუდელი ვარსკვლავების ცხოვრება ყოველთვის მედიის ყურადღების ცენტრშია – ჟურნალსიტებს ვერც მათ გატაცებებს გამოაპარებთ, ვერც ცუდ თვისებებს – ყველასათვის კარგადაა ცნობილი რომელი სუპერსტარი ეტარება აკრძალულ ნივთიერებებს, რომელი მათგანი აჭარბებს ღამის კლოუბებში ალკოჰოლის მიღებას, ამჯერად ტაბლოიდთა ყურადღების ცენტრში “ბინდის“ ვარსკვლავი, კრისტენ სტიუარტი მოექცა.
ყვითელი მედიის ერთ-ერთი სასიქადულო წარმომადგენელი, “Star” წერს, რომ მსახიობს ერთობ უცნაური აკვიატება აქვს – კრისტენს მუდმივად სჭირდება სხვა ადამიანებისგან რჩევის მიღება – მას პირადი ფსიქოთერაპევტი, და ორი ასისტებტი ჰყავს, რომლებიც ცხოვრებისეულ საკითხებში რჩევებს აძლევენ.
განსაკუთრებით ხშირი კონტაქტი კი კრისტენს თერაპევტთან აქვს – გოგონა მას გადაღებებზეც თან დაატარებს და ყოველდღიურად მისგან რჩევებსაც იღებს – “ცხოვრებაში ბევრი პრობლემა მაქვს და ეს ყვლაფერი ძალიან მჭირდება“ – სწორედ ასე ამართლებს თავის გადაწყვეტილებას ვარსკვლავი, ამტკიცებს სტიუართან დაახლოებული ადამიანი, რომელიც მასმედიასთან მეგობრის პირადი ცხოვრების ამ ერთობ ინტიმური დეტალის გაზიარებას არ ერიდება.