რა აკავშირებს დანიელ მუსიკოს Thomas Nevergreen-ს ქართველებთან და ქეთა თოფურიათი აღფრთოვანებული მომღერალი

0
1927

ქართულმა საზოგადოებამ თომას ნევერგრინი A-studio-ს ყოფილ სოლისტთან პალინა გრიფიტთან ერთად ჩაწერილი დუეტით გაიცნო, რომელიც მისი ექს მეუღლე გახლავთ. თომას ნევერგრინი, იგივე თომას კრისტიანსენი – 1969 წელს დანიის ქალაქ ორხუსში დაიბადა. 2010 წელს დანიის სახელით წარსდგა „ევროვიზიის“ კონკურსზე ოსლოში დუეტით, მომღერალ კრისტინა შანისთან ერთად სიმღერით „In a moment like this”. მალევე თომასმა მონაწილეობა მიიღო პროექტში N’evergreen და დანიაში გამოსცა სინგლი “Since You’ve Been Gone”.
ეს სიმღერა ძალიან პოპულარული გახდა რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებში. მას შემდეგ თომას ნევერგრინი მოსკოვში გადავიდა, სადაც დღემდე ცხოვრობს. ამჯერად კი ქართველ მელომანებს მეზობელი ქვეყნიდან ესტუმრა. ცისფერი თვალები, გრძელი მოქერაო თმა და ოპტიკური სათვალე. დაგვერწმუნებით, რომ მუსიკოსს ამ ვიზუალით გოგოების მოხიბვლა არ გაუჭირდებოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here