ქრისტინე იმედაძის მიმართვა მშობლებს: “რატომ აქვთ თქვენს არასრულწლოვან შვილებს ფეისბუქი”?

0
25

მომღერალი ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით,თუ რატომ არ უნდა ჰქონდეთ მოზარდებს ფეისბუქი. მისი აზრით, სოციალურ ქსელში ისინი უამრავ სიბინძურეს ნახულობენ.

“მშობლებო! რატომ აქვთ თქვენს არასრულწლოვან შვილებს facebook-ი?! თქვენ თვლით, რომ 7-8 წლის ან თუნდაც 13-14 წლის ბავშვს ისეთივე წვდომა უნდა ჰქონდეს ყველანაირ ინფორმაციაზე, როგორიც თქვენ გაქვთ? დავიჯერო, არასდროს გითქვამთ შვილისთვის – წადი შენს ოთახში, აქ უფროსები ვსაუბრობთ?! Fb -ზე ხშირად უფროსებსაც გვისკდება გული, ისეთ რაღაცას ვაწყდებით… ბინძური ვიდეოები… ვირუსები, რომლებიც თქვენ მოგდით ინბოქსში, მათაც მისდით… ზოგჯერ თქვენივე სტატუსები თუ სახალხო მიმოწერებია ისეთი, რომ ეს ბავშვმა არ უნდა იცოდეს…

თქვენ გაბუღული სამზარეულოდან აგდებთ, მაგრამ ის ფბ-დან იგებს იმასაც და იმაზე მეტსაც… რა ფილმებს უყურებენ ბავშვები? რა თამაშებს თამაშობენ? ახლა ამასაც რომ ვწერ, კითხულობენ თქვენი შვილები, თორე კიდე მეტს დავწერდი…

ამ ბოლო დროს ძალიან ძალიან ბევრი ცუდი ამბავი გავიგეთ… არავის აზრს არ ვახვევ, მაგრამ უდიდესი ბრალი მე ბავშვების ინტერნეტთან ასე მარტივად და ამხელა დოზით წვდომა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მგონია… მესმის, რომ დღეს სხვანაირი ბავშვები არიან და მე თუ დაჭერობანადან ფეისბუქამდე ბევრი წელი მაშორებდა – მათ მთავარი სათამაშო “აიფონი” აქვთ 9 თვის ასაკიდან… მაგრამ ამ გვერდს ხომ უფროსები უხსნიან ბავშვებს… რატომ? თუ მე უმცირესობაში ვარ?” – კითხულობს ქრისტინე ვრცელ სტატუსში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here