“ჩემი ცოლის დაქალების” ახალი სერია გინების გამო გააკრიტიკეს

0
36

სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებს” მაყურებელი აკრიტიკებს. მას შემდეგ, რაც დღევანდელი სერია ეთერში გავიდა, სოციალურ ქსელში არ წყდება გამოხმაურებები. მაყურებელი კითხულობს, რატომ იყო ამდენი გინება სერიალში, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მას ბავშვებიც უყურებენ.

კრიტიკას გამოთქვამენ სერიალის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე. ერთ-ერთი მაყურებელი წერს, რომ ამ სერიის ნახვის მერე ერთი თვე აღარ შეიგინება, სხვა კი პასუხობს, რომ სწორედ ესაა “ჩემი ცოლის დაქალების” შემქმნელთა მიზანი და ის, შესაძლოა ითქვას, მიღწეულია. კიდევ ერთი კომენტარის ავტორი მიიჩნევს: ” მართალია, რეალობიდანაა აღებული, მაგრამ ბავშვები უყურებენ და არაა სასიამოვნო ამდენი უზრდელური სიტყვის მოსმენა…”

“დღევანდელ რეალობას აჩვენებენ, დიდი ნაწილი რომ ასე ტკბილსიტყვაობს… სხვა დედას არ უნდა შეეხოს, თვითონ შეუძლიათ თქვან” – ეს კიდევ ერთი კომენტარია სერიალის გვერდიდან სოცქსელში.

როგორც ჩანს, ამ გამოხმაურებების კვალდაკვალ, სერიალის მესვეურებმა მცირე განცხადების გავრცელება ჩათვალეს მიზანშეწონილად. ფეისბუქზე ოფიციალურ გვერდზე დაწერეს: მეგობრებო, ბევრი კომენტარი დაიწერა და აბსოლუტურად გასაგებია, რომ ძალიან შემაწუხებელია ჩვენი სერიალის რამდენიმე პერსონაჟის ნათქვამი სამი სიტყვიდან ორი რომ გინებაა. 🙂

აი, ამ პაწაწინა ვიდეოშია რისი ჩვენებაც და თქმაც გვსურს თქვენთვის, ნახეთ და გვითხარით რას ფიქრობთ, თქვენი აზრით რატომ იგინებიან ეს პერსონაჟები სერიალში ამდენს”.

სტატუსს თან აქვს დართული ამონარიდი ახალი სერიიდან, სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს: “დედაჩემს როგორ შეეხნენ, ჩემი დედა…”

მოკლედ, დღევანდელ სერიას როგორც მოწინააღმდეგეები, ასევე მომხრეები გამოუჩნდნენ, თუმცა ერთ რამის თქმა ხაზგასმით შეიძლება, მცირეწლოვანი მაყურებლისთვის ამდენი გინების მოსმენა არც რეალურ ცხოვრებაში და არც ტელევიზიის საშუალებით, სასურველი არ არის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here