თბილისის ოპერისა და ბალეტის 167-ე სეზონი საინტერესოდ გაიხსნა. თეატრმა ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტეს“ ახალი დადგმა წარმოადგინა, პრემიერა 27 ოქტომბერს შედგა. შემდეგი წარმოდგენები 3, 7 ნოემბერს არის დაგეგმილი.
ოპერის დამდგმელი დირიჟორია – რევაზ ტაკიძე, რეჟისორი – ივანე ხუციშვილი, სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი – გოგი ალექსი-მესხიშვილი, ქორეოგრაფი – ილიკო სუხიშვილი.
ცეკვებს ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილები“ მოცეკვავეები ასრულებენ.
სპექტაკლში ოპერის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი მონაწილეობენ.
გთავაზობთ პრემიერის ფოტოებს.