6.8 C
Tbilisi
Saturday, November 12, 2022

ანსამბლ „რუსთავს“ ნაგასაკიში ქართული წარწერით და შეძახილებით დახვდნენ (ვიდეო)

ანსამბლი „რუსთავი“ 50 წლის იუბილეს ფარგლებში იაპონიის სხვადასხვა ქალაქში კონცერტებს მართავს. როგორც „რუსთავის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, მათ შესანიშნავი პირობები შეუქმნეს.

„ამ გასტროლების ორგანიზატორებმა ყველაფერზე იზრუნეს. დაწყებული განათებიდან, გახმოვანებიდან და ტექნიკური აღჭურვილობიდან, დამთავრებული დეკორაციით, რომელიც ქართულ სტილშია გადაწყვეტილი. ყველა დარბაზი 2400-2500 მაყურებელზეა გათვლილი. კონცერტები ანშლაგით მიდის. სხვადასხვა ქალაქში მოგვიწევს გამოსვლა“ – ამბობს ანზორ ერქომაიშვილმა.

ანსამბლმა „რუსთავმა“ იაპონიაში საგასტროლო ტურნე 12 ოქტომბერს დაიწყო და საქართველოში 22 ნოემბერს დაბრუნდებიან.

ნაგასაკიში ჩასულ ქართველებს იაპონელები განსაკუთრებულად დახვდნენ. ვიდეოს ანსამბლის ერთ-ერთი წევრი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნაგასაკიში, გამარჯობა“, ასე მიესალმნენ ქართველებს იაპონიაში.

(ვიდეო)

Latest Posts

ბოლო სიახლეები