ქეთათო შეყვარებულია (ფოტოები)

0
8510

ქეთათოს ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების შემდეგ ოფიციალური ურთიერთობა არავისთან ჰქონია. ცნობილი და საკულტო მუსიკოსის გარდაცვალებიდან მრავალი წელი გავიდა. როგორც ჩანს, ახლა გადაწყვიტა, არ დამალოს თავისი გრძნობები და ურთიერთობები. სხვა შემთხვევაში, ალბათ, თავის რჩეულთან ერთად ფოტოების გამოქვეყნებას საჯარო სივრცეში მოერიდებოდა.

ქეთათო პოპიაშვილი „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს ფოტოებს, საიდანაც ჩანს, რომ ის შეყვარებულია. მას სოცქსელში უამრავი ფოტო უდევს, სადაც მისი საყვარელი მამაკაცია გამოსახული, ერთგან ისინი ერთმანეთს კოცნიან და გრძნობების დემონსტრირებას არ ერიდებიან…

როგორც ჩანს, რჩეული ქეთათომ ქალიშვილს, ნანასაც გააცნო, რადგან ერთი ფოტო სწორედ ნანასთან ერთად არის გადაღებული.

სამწუხაროდ, ქეთათოს თავისი შეყვარებული მონიშნული არ ჰყავს არც ერთ ფოტოზე, ასე რომ, მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here