ქეთა თოფურია შვილთან ერთად ჩაქვში ისვენებს (ფოტოები)

0
6213

ქეთა თოფურია ჩაქვში ისვენებს. ის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში შვილთან, ოლივია გეიხმანთან ერთად ატარებს დროს და საკმაოდ კარგადაც, როგორც ეს მომღერლის „ინსტაგრამზე“ განთავსებული ფოტოებიდან ჩანს.

ქეთამ წელს საქართველოში დასვენება არჩია. ჯერ წყნეთში იყო თავის პატარასთან ერთად, შემდეგ რუსეთში დაბრუნდა და ბავშვის გარეშე რამდენიმე დღით აშშ-ში გაემგზავრა. დაბრუნების შემდეგ კი ისევ საქართველოში ჩამოვიდა, ამჯერად შავ ზღვაზე დასასვენებლად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here