ქეითი ჰოლმსი შენიღბვის დედოფალია. ჯერ იყო და ლამაზმანი დიდი ხნის განმავლობაში ექს მეუღლესთან დანგრეულ ოჯახს ისე მალავდა, რომ მისი და ტომ კრუზის პრობლემების შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ამჯერად 36 წლის მსახიობი, ამჟამინდელი ბოიფრენდის სანახავად ინიღბება. როგორც Us Weekly იტყობინება, ქეითიმ ჯეიმი ფოქსთან შესახვედრად თავზე პარიკი ჩამოიმხო და რჩეულთან პაემანზე სასტუმროში გადაცმული გამოცხადდა.
მეტსაც გეტყვით – ვარსკვლავმა ჯეიმის გამო მთელი სპეცოპერაცია ჩაატარა. წყაროს ცნობით, მანამ, სანამ ჰოლმსი “All We Had”-ის გადაღებებზე იყო დაკავებული, მსახიობმა ქალიშვილი – სური, ლოს ანჟელესში ძიძასთან ერთად გაუშვა, მაშინ, როდესაც ყველას ეგონა, რომ გადაღებების შემდეგ ეს უკანასკნელი დროს ბავშვთან ერთად ატარებდა. თვითონ კი უჩუმრად უკვე 2 წლის ბოიფრენდთან – ჯეიმი ფოქსთან შესახვედრად გაეშურა.
Insider-ის თქმით, ქეითიმ მოგვიანებით ფოქსის კალიფორნიული ვილა მოინახულა. წყარომ ისიც დასძინა, რომ მსახიობი ყურებამდეა შეყვარებული: “არ ვიცი, ის ხვდება თუ არა სხვა ქალებს, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ქეითი სხვა მამაკაცებისკენ არც კი იხედება” – ამბობს წყარო. შეგახსენებთ, რომ გრემის არაერთგზის მფლობელი მუსიკოსი და მსახიობი ქეითი ჰოლმსს უკვე 2 წელია ხვდება. Us Weekly-მ მათი რომანი პირველმა ჯერ კიდევ 2013 წელს გამოამზეურა, როდესაც წყვილის პირველი ერთობლივი, ხელჩაკიდებული ფოტო გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ვარკვლავური წყვილი ურთიერთობაზე საჯაროდ დღემდე არ საუბრობს, მათ საახლობლოში ყველაფერი კარგად იციან და ურთიერთობასაც ოფიციალური სახე აქვს.
ტომ კრუზის ყოფილ ცოლთან დაახლოებული პირი იმასაც ამბობს, რომ ჰოლმსი ფოქსს სიყვარულში ტელეფონით გამოუტყდა. მსახიობი ჯეიმის ხსენებაზე ყოველთვის წითლდება და იბნევა. მოკლედ, როგორც ყურებამდე შეყვარებულებმა იციან, ქეითი ჰოლმსიც დაბნეული თინეიჯერივითაა. რაც შეეხება ჯეიმი ფოქსს, ეს უკანასკნელი ქეითის მეგობრებში თავისი გოგოს სახელით მოიხსენიებს. მოკლედ, პირადტრაგედიებგადატანილ ქეითის როგორც იქნა გაუმართლა და ისიც გასაგებია, რატომ აღარ უნდა ვარსკვლავს პირადი ცხოვრების სააშკარაოზე გამოტანა.