ნატალია ვოდიანოვა ინსულტის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

0
34

ცნობილი რუსი მოდელი – ნატალია ვოდიანოვა საავადმყოფოში მოხვდა. ლამაზმანი სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კლინიკაში ინსულტზე ეჭვით გადაიყვანეს. საქმე იმაშია, რომ ვოდიანოვა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ხვდებოდა, ამ უკანასკნელის მიწურულს კი მოდელის სახეზე ასიმეტრიული ღიმილის მაგვარი მიმიკა დაფიქსირდა, რაც მოგეხსენებათ, რომ ინსულტის ერთ-ერთი ნიშანია.

ვარსკვლავის ასისტენტმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა. სასწრაფოს მანქანა პირდაპირ შენობასთან მივიდა. ჟურნალისტებმა იმის დაფიქსირებაც კი შეძლეს, როგორ ჩასვეს მანქანაში მოდელი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ვოდიანოვა ცოტა ხნის წინ კბილის ექიმთან იყო პროცედურაზე და შესაძლებელია, რომ ანესთეზიას მისთვის ნერვი დაეზიანებინა. ნატალიას ასისტენტმა – ტიმონ აფინსკიმ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ამჟამად ლამაზმანი თავს უკედ გრძნობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ნატალიას ჯანმრთელობა განხილვის საგანი მას მერე გახდა, რაც შარშან, ერთ-ერთი შოუს შემდეგ მოდელი შეუძლოდ გახდა. მაშინ ეჭვები გაჩნდა, რომ ლამაზმანი სიმსივნეს ებრძოდა. შეგახსენებთ, რომ ნატალია ვოდიანოვა გასულ წელს მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სამეულში მოხვდა. რუსული წარმოშობის მანეკენი მსოფლიოს ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს და არაერთი ფირმის სახეა. ვოდიანოვას წლიურმა შემოსავალმა 10 მილიონ დოლარს გადააჭარბა და ეს მიუხედავად იმისა, რომ 33 წლის ასაკში, ეს უკანასკნელი 4 შვილის დედაა.

[jwplayer mediaid=”3327″]