“არ მჯერა, მაგრამ საბედნიეროდ რეალობაა. მე და გოგა ბრიტანულ იქს ფაქტორში მიგვიწვიეს. იმედია, წასვლას მოვახერხებთ.” – აღნიშნულ პოსტს მომღერალი მარიამ ივარდავა აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
გოგა მესხი და მისი მეუღლე, მარიამ ივარდავა საზოგადოებამ სხვადასხვა მუსიკალური კონკურსებიდან გაიცნო. მარიამ ივარდავამ თავისი და მეუღლის მონაცემები შესარჩევ ტურზე გადააგზავნა. პასუხმაც არ დააყოვნა და დადებითი პასუხი მიიღეს. ამჟამად, მარიამი და გოგა სპონსორის ძიებაში არიან, რათა დროულად ჩაფრინდნენ დიდ ბრიტანეთში და მონაწილეობა მიიღონ ბრიტანულ იქს ფაქტორში.
აღნიშნული პოსტი საზოგადოებამაც აიტაცა და სპონსორებს გამოჩენისაკენ მოუწოდებენ.