ქართველი მომღელები ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად ერთიანდებიან

0
69

ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, გოგა მესხი, გიო ხუციშვილი, დათო ხუჯაძე, ნინო ჩხეიძე, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, დათუნა მგელაძე – ეს იმ მომღერლების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად ერთიანდებიან და არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდული კონგრესის“ ორგანიზებით 12 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 20:00 საათზე კონცერტს გამართავენ.

კონცერტის მიზანია, შემოსული თანხით დახმარება და იმ მძიმე მდგომარეობის შემსუბუქება, რომელშიც ახლა ჯაბა ბოჯგუა იმყოფება.

ბილეთები გაიყიდება ფილარმონიის სალაროში და tkt.ge-ს მეშვეობით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here