ლიზა ყენია არამიანცის საავადმყოფოდან ფოტოს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს. მომღერალმა “ცეკვავენ ვარსკვლავების“ რეპეტიციის დროს შუბლი გაიტეხა. ამის შესახებ ის თავად წერს: “ყურადღებაა!. შუბლი გავიტეხე!.. მადლობა ყურადღებისთვის. ცხოვრება მაინც გრძელდება…“
როგორც შევიტყვეთ, რეპეტიციაზე ლიზამ თავი ტრენაჟორს მიარტყა. როგორც ექიმები ამბობენ, ტვინის შერყევის მცირე ნიშნები შეინიშნება, თუმცა ზუსტი პასუხი საღამოს ეცოდინებათ. ლიზას ახლა შრატს უკეთებენ. თუკი ლიზას ტვინის შერყევა აქვს, ის ცეკვას ვერ შეძლებს.