ქართველი ბიჭუნა, ბექა ფიფია,ლეიკემიის დიაგნოზით ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. პატარას ძალიან უყვარს ცნობილი საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“. როგორც სპეციალურად მის დასახმარებლად შექმნილ „ფეისბუქ“-გვერდზეა აღნიშნული, „ბარსელონას“ საქველმოქმედო ფონდი მას საჩუქრებით ესტუმრა.
„FC Barcelona #ბექასთვის!
ცოტა ხნის წინ, ბექას შესახებ ინფორმაცია მის საყვარელ კლუბამდე, კონკრეტულად კი “ბარსელონას” საქველმოქმედო ფონდამდე FUNDACIÓ FC BARCELONA მივიდა. რეაგირებამ არ დააყოვნა და დღეს, ბექას კლინიკაში ფონდის წარმომადგენლები საჩუქრებით ხელდამშვენებულები ეწვივნენ. მათ ბექას, სხვადასხვა სახის სუვენირების გარდა, “ბარსელონას” ფორმა აჩუქეს, რომელსაც თვით ლიონელ მესის ხელმოწერა ამშვენებს.
ამიტომაც არ გვაქვს უფლება არ დავიჯეროთ სასწაულების! სუპერგმირები ბექას გადასარჩენად ერთიანდებიან!“
თუ გსურთ ბექას დახმარება, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 0 901 901 996, ზარის ღირებულება 1 ლარი!
ლარის ანგარიშის რეკვიზიტები სს თიბისი ბანკი საბანკო კოდი-TBCBGE 22 მიმღების დასახელება – ბექას ფონდი ანგარიშსწორების ანგარიში – GE96TB7060336080100007.