ქანიე უესთი ახალ სკანდალში გაეხვა

0
2783

“საშინლად ცუდი“, “სამარცხვინო“ და “ამაზრზენი“, სწორედ ასეთი სიტყვებით შეფასდა მომღერალ ქანიე უესთის ახალი კოლექციის ჩვენება, რომელიც რუზველტ აილენდში, ღია ცის ქვეშ გაიმართა.

მოწვეული სტუმრების რაოდენობის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე საშინელი საცობი შეიქმნა. სწორედ ამ მიზეზით, უესთის მეუღლე, კიმ კარდაშიანი და მისი დები კენდალი და კაილი, ღონისძიებაზე 1 საათის დაგვიანებით მივიდნენ. ჩვენებაზე შეღწევა იმდენად რთული იყო, რომ მხოლოდ შესვლის პროცესიც კი რამდენიმე საათს გაგრძელდა.

როგორც იქნა შოუ დაიწყო, თუმცა დამსწრე საზოგადოების განწყობა მაინც არ გამოკეთებულა. შოუს ორგანიზატორებმა იმაზეც კი ვერ იზრუნეს, რომ სტუმრები სასმელი წყლით მოემარაგებინათ, ამიტომაც აუტანელი სიცხე ყველას საშინელი დისკომფორტს უქმნიდა. ჩვენების მსვლელობისას, რამდენიმე მოდელს გული წაუვიდა და მედპერსონალს მათი მოსულიერება მოუწია.

მოდური ჟურნალის რედაქტორმა, ალისია ვინგერ კლაინმა გამანადგურებელი შეფასება გააკეთა: “თითქოს ჩემს თვალწინ, ნახმარ თანისამოსში გამოწყობილმა, ასმა კიმ კარდაშიანმა ჩაიარა.“ გამოცემა “The Cut“ – ის რედაქტორმაც ალისიას მოსაზრება გაიზიარა და განაცხადა: “სიმართლე გითხრათ, ვთვლი, რომ ადიდასს ამ ჩვენების გამო უნდა შერცხვეს“
“ეს არის შოუ? უყურო, როგორ მისდით გული, ერთიმეორის მიყოლებით მოდელებს პოდიუმზე? ვერ ვიჯერებ, რომ ამის მომსწრე ვარ“ – წერს ჟურნალისტი, რობერტ ჟივანი.

როგორც ჩანს ერთადერთი, ვინც ამ ჩვენებით კმაყოფილი იყო, ეს თავად დიზაინერის ამპლუაში მოვლენილი ქანიე უესთია. ის პოდიუმზე კმაყოფილი ღიმილით ავიდა. შესაძლოა შოუს მთავარი გმირი და სულის ჩამდგმელიც მიხვდა, რომ ყველაფერი არცთუისე კარგად გამოუვიდა, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here