„პერსონა 2018“ის დაჯილდოების ცერემონიალი 13 დეკემბერს გაიმართება“

0
1477

კულტურა, განათლება, მედიცინა, სამოქალაქო სექტორი, მედია სექტორი და სხვა სფეროები საქართველოში დღითიდღე ვითარდება, რაც იმ ადამიანთა დამსახურებაა, რომლებიც ამ სფეროებში მოღვაწეობენ და მათ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. სწორედ ამიტომ, წახალისების მიზნით, საქართველოში ყოველწლიურად დაჯილდოების ცერემონიალი „პერსონა“ ტარდება. ტრადიციულად, წელსაც, 50 სხვა და სხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანი სპეციალურმა ბორდმა ხმის მიცემის პრინციპით გამოავლინა. დაჯილდოების ცერემონიალი 13 დეკემბერს კულტურის ცენტრ “არტ-ჰოლში” გაიმართება, რომელსაც ორგანიზაცია „ქართული განათლება“ წელს, „ქართველი გვარები“-ს მხარდაჭერით წარმოგიდგენთ, ხოლო პროექტის ოფიციალურ სტუმრებს რესტორანი „ძველი ქალაქი“ უმასპინძლებს, რომელიც პერსონა 2018 ის ერთერთი ნომინანტია და “ბრენდ პერსონას” ტიტულით დაჯილდოვდება. დაჯილდოების ცერემონიალის იდეის ავტორი და დამფუძნებელი იოსებ კავკავაშვილი გახლავთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here