პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი, „ლუტეცია“ მომხმარებელს საზაფხულო ფასდაკლებებს სთავაზობს.

ალბათ, ბევრჯერ გვსმენია, რომ კარგ მაკიაჟს დიდი ძალა აქვს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად ქალბატონები, მაკიაჟის ტარებაზე უარს ამბობენ. მაგრამ როდესაც საქმე, “Diego Dalla Palma-ს” პროდუქციას ეხება, ეს პრობლემა დღის წესრიგში აღარ დგას. ბრენდი 1970 წელს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული იტალიელი ვიზაჟისტის მიერ ვარკვლავებისთვის დაარსდა და მაშინვე იქცა ინოვაცაციად მისი პროდუქტების, ბრენდის ღირებულებებისა და ბაზარზე არსებული ტრადიციების დარღვევის გამო.
“Diego Dalla Palma-მ” თავი დაიმკვიდრა როგორც იტალიაში, ასევე მთელს ევროპაში, როგორც პროფესიონალური მაკიაჟის სიმბოლო. პარფიუმერულ სამყაროში გამოცდილი, სიახლეებზე ორიენტირებული და მომხმარებლის ნდობით აღჭურვილი ქსელი “ლუტეცია” კი “Diego Dalla Palma-ს” კოსმეტიკის პროდუქტებსა და თმის მოვლის საშუალებებს გთავაზობთ.

Scroll to Top