„როგორც კი კაი ტიპი გგონია თავი, იქვე ჩაგაფარებს ბედისწერა…“ – ლაშა თაბუკაშვილი

ზოგი შემოქმედი ნაწარმოებს ქმნის, ზოგი კი ეპოქას ნაწარმოებთან ერთად, რომელიც საუკუნეებს გადაეცემა. პიროვნული თავისუფლება, ხელოვნების მჩქეფარე სიცოცხლე და მემკვიდრეობა, რომელიც თაობებს აერთიანებს – გამოჩენილი ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი „არეალის“ სტუმარი.

ბატონო ლაშა, მადლობა გულთბილი და არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის. ძალიან დადებითი აურაა თქვენთან სახლში, ზუსტად ისეთი, როგორსაც ველოდით. დარწმუნებული ვარ, ამას მაყურებელიც გრძნობს. დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ ჩვენთვის…

ყოველთვის მზად ვარ თქვენთან შეხვედრისთვის.

„მოკლეს ბიჭი“ და „ჭრილობა“ თქვენი შემოქმედების პირველი გამოჩენა იყო საზოგადოებაში. მანამდე რას წერდა თქვენი კალამი? პირველი შემოქმედებითი ამბოხი როდის დაიწყო?

პირველად ლექსებს ვწერდი. სხვათა შორის, ძალიან მსიამოვნებს, რომ ახლაც ზოგიერთი ლექსით (მაგალითად „კვაზიმოდო“, რომელიც უფრო ლიტერატურულ ალუზიებზეა აგებული) დღესაც აბარებენ თეატრალურში. თავს პოეტად არ მივიჩნევ, იმიტომ რომ საკმაოდ მომთხოვნი ვარ.

თავმდაბლობის ფონზეც, რა თქმა უნდა.

არა, მარტო თავმდაბლობის არა. 16 წლის ბიჭს საღამო მომიწყვეს მწერალთა კავშირში და გულაჩუყებული ვიყავი ამ ამბით. გამოვიდა 10-მდე ადამიანი, თავს რომ პოეტებს ეძახდნენ და ჩამდეს მიწაში. ძალიან დიდი გულისტკენა მქონდა. მერე სულ რამდენიმე ლექსი დავწერე, რომლისაც სხვათა შორის არ მრცხვენია.

ხშირ შემთხვევაში ასეთი გამოცდილება მოტივაციას მატებს, ხომ ასეა?

თქვენი შემოქმედებიდან რომელ ნაწარმოებს აქვს ყველაზე მეტი სათქმელი თანამედროვე საქართველოსთვის, ახლა რაზე მუშაობთ?

ახალ რომანზე ვმუშაობ. როგორც ამბობენ, თუხთუხებს ჯერ.მეშინია ვთქვა დღეს რა სჭირდება ჩემს ქვეყანას, ნეტავ ვიცოდე მკაფიოდ. ამ რომანში პოეზიაც, დრამატურგიაც, ის ლიტერატურული ინსტრუმენტები, რომელიც ყოველთვის გამოცდაა, მგონია, რომ შედგა, როგორც თავის დროზე „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“. მეუბნებიან, ამხელა პაუზებს რატომ აკეთებო. ასე იმიტომ არ ვიქცევი, რომ საკუთარი უკვდავების პრინციპით ვცხოვრობ. მესმის, რომ დრო ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის, რაც საჭიროა თქვა, რაც არ შეგიძლია, რომ არ თქვა – აი ამას მომწიფება სჭირდება.

რომანის სახელწოდება უკვე მოფიქრებული გაქვთ?

„გვამსა ჩემსა“… 1990-იანი წლების ამბავია.

როდის შეეძლება თქვენს უამრავ თაყვანისმცემელს მისი წაკითხვა?

არ ვიცი, ჯერჯერობით ისევ მწიფდება, შორიდან ვეფარიკავები. იმედია მოვასწრებ.

იხილეთ სრულად

Scroll to Top