ოთო ნემსაძისა და სოფო მეძმარიაშვილის წყვილი ყველასთვის ცნობილია. ისინი ახლახან დაქორწინდნენ და საცხოვრებლად ერთად გადავიდნენ. ოთომ საყვარელი გოგონასთვის განსაკუთღებული სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტა და ეს ყველაფერი „ფეისბუქ“-ლაივის საშუალებით გააკეთა, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ენახა.
მან სოფო სახლში მიიყვანა, სადაც ნაძვის ხის ქვეშ უამრავი შეფუთული საჩუქარი იდო. სოფო მათ ერთი-მეორეს მიყოლებით ხსნიდა და ძველი ნივთები ამოჰქონდა, ხან თავისი, ხან – ოთოსი. ბოლოს კი ოთახში ძაღლი შემოუშვეს, სწორედ ეს იყო ოთოს საახალწლო საჩუქარი მეუღლეს, რომელსაც დიდი ხნის ნატვრა აუსრულა.
სოფომ, რასაკვირველია, ემოციები ვერ დამალა…